09 სექტემბერი 2026,   06:18
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარით დამუშავდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარით დამუშავდა.

ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები ასევე გატარდება საბავშვო ბაღებში, საჯარო სკოლებში, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში.

ზუგდიდის მერიამ ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 3 და 8 მარტს დაგეგმილი ღონისძიებებიც გააუქმა. ასევე გაიმართა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, სადაც ის შესაძლო სივრცეები განიხილეს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, საკარანტინოდ მოეწყობა.

"ჩვენ დავიწყეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, გავუკეთეთ დეზინფექცია მუნიციპალურ ტრანსპორტს. აღნიშნულს გავაგრძელებთ შემდგომშიც რისკების პრევენციისთვის,"- განაცხადა  ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.

დღის ამბები