18 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია ხმაურის ფონზე დაიწყო

ხმაურის ფონზე დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია. არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა"-ს წევრები სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა დაცვის სამსახუმა მათ ამის საშუალება არ მისცათ.

აქტივისტების განცხადებით, მოთხოვნა უცვლელია და ეს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ეხება.

უმაღლესი საბჭოს სხდომების ბოიკოტირებას განაგრძობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა". ისინი უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოში ინიცირებული კანონპროექტის განხილვას ითხოვენ.

"ნაციონალურ მოძრაობას" უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა. დავით გაბაიძის განმარტებით, ოპონენტები უმაღლესი საბჭოს სხდომებს წლებია არ ესწრებიან, რითიც პირველ რიგში მათ ამომრჩეველს არ სცემენ პატივს.

დღის ამბები