09 სექტემბერი 2026,   02:57
ვრცლად
დედის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის მამაკაცის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დედის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცის აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში ბრალი დაკავებულს ოფიციალურად დღის ბოლოს წაუყენეს.

ადვოკატის ანა შიშნიაშვილის ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებით სარგებლობს.

განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა 2 მარტს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულმა დედა ჯერ დანით მოკლა, შემდეგ დაწვა.

თავდაპირველად სამართალდამცველებს ეგონათ, რომ ცეცხლი ნარჩენებს ეკიდა და მამაკაცს კოცონის ჩაქრობა მოსთხოვეს, უარის შემდეგ ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მკვლელობა კი უკვე დაუმორჩილებლობის საქმეზე გამართულ პროცესზე დადგინდა.

 

დღის ამბები