09 სექტემბერი 2026,   02:58
ვრცლად
მიხეილ კალანდიას ადვოკატი მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატს ზურაბ თოდუას საქმის მოსამართლის ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ დღეს იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორთან საჩივარი შეაქვს.

კალანდიას უფლებადამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ დისციპლინარული დევნის დაწყებას ითხოვს. საკუთარი გადაწყვეტილების საფუძვლად ადვოკატი მიხეილ კალანდიას საქმის განხილვისას მობილური ტელეფონის სისტემატიურად გამოყენებას და სოციალურ ქსელებით გართობას ასახელებს.

"საქმე გვაქვს უპრეცედენტო და გაუგონარ გარემოებასთან, როდესაც მოსამართლე საათობით არ უსმენს სასამართლო სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს. გაგვაჩნია ვიდეოკადრები 2020 წლის 23 და 24 იანვრის სხდომებისა, როდესაც მოსამართლე 12 წუთის განმავლობაში ჩართულია სოციალურ ქსელში და პირდაპირი გაგებით შემიძლია ვთქვა, რომ ერთობა," - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

დღის ამბები