09 სექტემბერი 2026,   04:54
ვრცლად
კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ფარმაცევტული კომპანია "გეფას" თანამშრომელია

კორონავირუსით ახლად დაინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ფარმაცევტული კომპანია "გეფას" თანამშრომელია, რის გამოც კომპანიის ცენტრალურ ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, თანამშრომლების ნაწილი კი ორშაბათამდე სამსახურიდან დაითხოვეს.

თუმცა "კურიერს" "გეფას" საწყობის თანამშრომლები დაუკავშირდნენ და როგორც ისინი ამტკიცებენ, დეზინფექციისთვის საწყობში ამ დრომდე არავინ მისულა და ცენტრალური ოფისისგან განსხვავებით, საწყობის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

კონკრეტული პირების დასახელებისგან კონფიდენციალობიდან გამომდინარე ჩვენ თავს ვიკავებთ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 მარტს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფექცია გუშინ დაუდგინდა. ყველა მათგანი იტალიაში ერთად იმყოფებოდა.

ამ დროისთვის, ვირუსის სულ 9 შემთხვევაა დადასტურებული. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 162, 45 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის.

დღის ამბები