წალენჯიხაში ხანძრები ლიკვიდირებულია - ამის შესახებ "კურიერს" წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მადანის მთაზე ხანძარი წუხელ, სამუშაოების განახლებამდე ჩაქრა, რაც შეეხება სოფელ მიქავაში გაჩენილ ცეცხლს, მისი ლიკვიდირება მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს.
სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ბოლო სამი დღის განმავლობაში, მეხანძრე-მაშველები ცეცხლის რამდენიმე კერას ებრძოდნენ.