კორონავირუსით საქართველოში დაინფიცირებული მე-13 პაციენტი კონტაქტში იმყოფებოდა იტალიაში დაინფიცირებულ ერთ-ერთ პირთან - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
"მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმა. აღენიშნება ტემპერატურის მომატება 37.3 და მცირე ხველა.
ჩვენ არ ვიცით, ამ ახალი კორონავირუსის ბუნება როგორია, ის მოიქცევა ისე, როგორც გრიპის ვირუსი, თუ არა და თუ ასე არ მოხდა, ველოდებით მატებას, იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ ჩინეთის გარეთ, მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება დაავადებულთა რაოდენობა,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დაფიქსირებული.