20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი 13 მარტს გაგრძელდება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ნივთმტიცებები და ვიდეოჩანაწერები წარადგინა.
ბესიკ თამლიანის უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ გამოძიება სხვა ეტაპზე ვერ გადავიდა და შუამდგომლობის დაყენება დღეს ვერ შეძლეს.
"გამომდინარე იქიდან, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ვერ მოესწრო, ვერ გადავედით სხვა ეტაპზე, სადაც შუამდგომლობის დაყენებას შევძლებდით. პროკურორებმა ვერ დაადასტურეს, რომ მათი ბრალდების მოწმეების დაკითხვა დასრულდა. ვიდეოჩანაწერში რაც ჩანს, ვერ ჩაითვლება პოლიციაზე თავდასხმად,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პროკურორი ვაჟა თოდუას თქმით, ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარმოადგინა, სადაც ბესიკ თამლიანის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩანს.