დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილ შვიდამდე ადამიანს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და ისინი საგანგებო სამედიცინო სამსახურმა სტაციონარებში გადაიყვანა.
ამირან გამყრელიძის თქმით, 2 თვითმფრინავით საქართველოში 150 -მდე ადამიანი ჩამოიყვანეს. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებმაც ფრენების შეწყვეტის გამო ვერ შეძლო სამშობლოში დაბრუნება. გამყრელიძის ინფორმაციით, ყველა მათგანს ჩაუტარდა საჭირო პროცედურები - თერმოსკრინინგი, ბორტზევე შეავსეს შესაბამისი კითხვარები.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ყველა პირი 2-კვირიან კარანტინში იქნება მოთავსებული.