14 სექტემბერი 2026,   11:05
ვრცლად
სოფელ ჰერეთისკარის მოსახლეობამ წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართა

ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარის მოსახლეობამ წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართა.

ადგილობრივების თქმით, სამი თვეა რაც მათ სასმელი და სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ, რის გამოც ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

"არ გვაქვს წყალი, არც სასმელი და არც სარწყავი. უკვე გაუსაძლისია ასე ცხოვრება. ვერ ვრწყავთ სათბურებში დარგულ ბოსტნეულს და ხმება. სასმელი წყალიც რამდენიმე კილომეტრის მანძილიდან მოგვაქვს,"- აცხადებენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეების პრობლემებს ადგილზე ლაგოდეხის მერი გაეცნო. ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, წყლის დებეტის შემცირება უნალექო ამინდით არის გამოწვეული.

მისივე ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანია, ერთ კვირაში, ჭაბურღილების გასაწმენდად ტენდერს გამოაცხადებს რამაც შესაძლოა პრობლემა ნაწილობრივ მოაგვაროს.

დღის ამბები