18 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით დაინფიცირების შემთხვევებს, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ახალი ცნობები რეგიონიდან - სომხეთში "კოვიდ 19"-ის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო აზერბაიჯანში დაინფიცირებულთა რაოდენობა15-მდე გაიზრდა.

რაც შეეხება გამოცხადებულ პანდემიას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის ერთი საათის წინ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოაცხადა.

"ძალიან შეშფოთებულები ვართ არსებული მდგომარეობით. საგანგაშოა გავრცელების დინამიკა, ქვეყნებს ყოველდღე საგანგებო და აგრესიული ზომებისკენ მოვუწოდებთ. უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით, რომ დაინფიცირების შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. 

ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება "კოვიდ 19" შეიძლება შეფასდეს, როგორც პანდემია. სიტუაციის პანდემიად შეფასება არ ცვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის საფრთხის შეფასებას. არ ცვლის იმას, რაც ქვეყნებმა უნდა გააკეთონ. 

ჩვენ ერთად ვართ, კოორდინირებულად უნდა ვიმოქმედოთ და დავიცვათ მსოფლიოს მოქალაქეები. ეს ნამდვილად შესაძლებელია. რამდენიმე ქვეყანამ უკვე აჩვენა, რომ ამ ვირუსის დათრგუნვა და კონტროლი შესაძლებელია," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი თედროს ადანომ გებრეიესუსი.

დღის ამბები