18 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
COVID 19-ის მკურნალობა სიმპტომურია, გამოიყენება რამდენიმე პრეპარატი ჩინეთის გამოცდილებით - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის მკურნალობა სიმპტომურია.

გამყრელიძის თქმით, მკურნალობისას რამდენიმე პრეპარატი ჩინეთის გამოცდილების გათვალისწინებით გამოიყენება. 

"ამ ინფექციის მკურნალობა არის სიმპტომური, ანუ რა სიმპტომებია წინა პლანზე. თუ მაღალია ტემპერატურა - სიცხის მკურნალობა, თუ პნევმონიაა - პნევმონიის საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული დაცვა და ა.შ. შესაბამისად, ინტენსიური ჟანგბადის მიცემა ადამიანისთვის მთავარია, განსაკუთრებით, გართულებული შემთხვევების დროს. ასევე, ხმარობენ რამდენიმე პრეპარატს, რომელიც ჩინეთის გამოცდილებით გამოიყენება,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები