გორის საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ 49 პაციენტი იმყოფება, მათგან, 45 საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს მოქალაქეებს შორის 10 სამხედრო მოსამსახურეა, ხოლო 4 უცხო ქვეყნის მოქალაქე. ლუგარის ლაბორატორიის პასუხს ელოდება 4 მოქალაქე.
სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დავით ბარლიანის თქმით, დღესვე იგეგმება იმ პაციენტების გაწერა, რომლებმაც 14 დღე უსიმპტომოდ გაიარეს.