09 სექტემბერი 2026,   06:19
ვრცლად
ქუთაისში კორონავირუსზე 8 ლაბორატორიული ანალიზი გაკეთდა

ქუთაისის კლინიკა ”ლჯ და კომპანია - ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის" მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, კორონავირუსზე რამდენიმე ანალიზი უკვე ქუთაისის ლაბორატორიაში გაკეთდა.

"ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, რომ უკვე ქუთაისსა და ბათუმში გაიხსნა ლაბორატორიები, რომლებიც ამ კორონავირუსის გამოკვლევაზე იმუშავებენ. გუშინ ქუთაისში პირველი 8 ანალიზი გაკეთდა. ამასთან ერთად გუშინ დაემატა კიდევ 5 ახალი ზონა საავადმყოფოების, რომელიც იმუშავებს პირველად პაციენტზე. რაღამც ეს რეისები შეწყდა, უკვე შიდა ინფექციებია, საკარანტინო ზონიდანაა ძირითადად და ბინიდან მომართვიანობამ უფრო მოიმატა," - განაცხადა თემურ ნადირაძემ.

დღის ამბები