09 სექტემბერი 2026,   04:12
ვრცლად
საფრანგეთიდან დაბრუნებული 50-მდე პირი 14-დღიან კარანტინს თელავის ერთ-ერთ სასტუმროში გაივლის

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასტუმროში, საფრანგეთიდან დაბრუნებულ 50-მდე მგზავრს საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე დააკვირდებიან.

ყველა მათგანი ერთ შენობაშია მოთავსებული, სადაც 14 დღის განმავლობაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

სასტუმროს თანამშრომლები შესაბამისი ეკიპერიებით არიან აღჭურვილი.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაცით, ამ ეტაპზე არცერთ პირს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნება. ნელი ხიზანიშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთი რისკ ჯგუფი ქვეყნების სიაშია, საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე სასტუმროში დარჩებიან, სადაც საკარანტინო ზონაა მოწყობილი და მედიკოსები იმყოფებიან.

ამ ეტაპზე კახეთის მასშტაბით, 82 ადამიანია თვითიზოლაციაში. მათგან წესების არ დამორჩილების გამო, გუშინ გურჯაანიდან ერთი შუახნის მამაკაცი გადაიყვანეს იძულებით საკარანტინო ზონაში.

ამასთან, გუშინდელი მონაცემებით ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან მაღალი ტემპერატურის მქონე 9 უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ შემოუშვეს.

დღის ამბები