სასამართლო საქმეების რეგისტრაციის სერვისებში სარჩელების მასობრივმა შეტანამ, სისტემის პარალიზება გამოიწვია.
ფაქტს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ეხმაურება. დავით ასათიანი ყველა განმცხადებელს მოუწოდებს იმ შემთხვევაში, თუ საქმეებზე ხანდაზმულობის ვადები დარღვეული არ არის, თავი შეიკავონ მასობრივი განცხადებების შეტანისაგან.
"დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც ორგანიზაციებმა სასამართლოში სარჩელი მასობრივად შეიტანეს, რაც გარკვეულწილად, მართლმსაჯულების პროცესის პარალიზებასა და ელექტრონული სისტემების გადატვირთვას იწვევს. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ მათ შორის ფინანსურ კომპანიებს, რომ თუ არ ერღვევათ ხანდაზმულობის ვადები, თავი შეიკავონ ასეთი მასობრივი სარჩელების შეტანისგან," - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.