ოზურგეთში თვითიზოლაციაში 26 პირი იმყოფება. კარანტინში კი, საერთო ჯამში, 14 პირია გადაყვანილი. მათგან, ერთი მამაკაცი კარანტინში წუხელ გადაიყვანეს.
ჩოხატაურში თვითიზოლაციაში კვლავ 10 პირი რჩება. იზოლაციაში ყოფნის ვადა ერთ პირს დღეს ეწურება.
რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ თვითიზოლაციაში 15 პირი იმყოფება. წესები მათგან არავის დაურღვევია. შესაბამისად, კარანტინში გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა.
როგორც ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ახლახან მიიღეს უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების ახალი სიები და შესაბამისად, თვითიზოლირებულთა რაოდენობა ლანჩხუთში, სავარაუდოდ, გაიზრდება.