09 სექტემბერი 2026,   07:57
ვრცლად
საინფორმაციო კამპანია ქუთაისში კორონავირუსთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციამ "პოსტერუმ ქუთაისი" საინფორმაციო ხასიათის კამპანია მოაწყო. ახალგაზრდებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქალაქის ქუჩებში ბუკლეტები დაარიგეს, რომელზეც დატანილია ინფორმაცია, მოსახლეობამ როგორ უნდა დაიცვას თავი ვირუსისგან.

გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების თქმით, მათი მიზანია, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია  მიაწოდონ.

ორგანიზაციის წევრებმა ბუკლეტები მერიაშიც დაარიგეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, ლარის გაუფასურების შესაჩერებლად მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგან. ახალგაზრდების თქმით, საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება.

დღის ამბები