მსუბუქი რესპირატორული ჩივილებით ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ერთი პირი მოათავსეს. პაციენტი კარანტინიდან გუშინ საღამოს გადაიყვანეს, შესაძლო კორონავირუსზე მისი ლაბორატორიული კვლევის შედეგი დღეს გახდება ცნობილი.
ბათუმის ინფექციურ კლინიკაში კიდევ ერთი საყურადღებო პაციენტი იმყოფება, რომელსაც კორონავირუსი უკვე დაუდგინდა.
აჭარის საკარანტინე სივრცეში სულ 500-მდე პირია მოთავსებული. თვითიზოლაციაში 150-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.
"ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 2 პაციენტს, რომლებიც გადაყვანილ იქნენ საკარანტინო ზონიდან, ლაბორატორიულად კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
რაც შეეხება საავადმყოფოში ზოგადად ჰოსპიტალიზირებულია ამ ორი პაციენტის გარდა 1 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. 400-ზე მეტი პირი გვყავს მეთვალყურეობის ქვეშ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ კონტროლირებადი და ამ ეტაპზე კარანტინის სივრცეში მყოფი ყველა პირის მდგომარეობა არის ძალიან კარგი,"- განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.