ესპანეთში კორონავირუსის გამო გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცესს, მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
"გადმოსვენებასთან დაკავშირებით ამ სიტუაციაში ჩვეულებრივი პროცედურებით ვერ წავალთ, რადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს სპეციალურად გაწერილი პროტოკოლი,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს იმ მოქალაქეების მდგომარეობას, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოზით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მკურნალობენ, ქართველი ეპიდემიოლოგები საგარეო უწყების დახმარებით დისტანციურად დააკვირდებიან.