გრძელდება თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის მოქალაქეების კარანტინში იძულებით გადაყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა იძულებით გადაიყვანეს პირი, რომელიც სალხში დარჩეენის ნაცვლად თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით სამარშიტო ტაქსით მგზავრობდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კი უპასუხისმგებლო ქმედებისათვის კარანტინში იძულებით 28 პირი მოხვდა, სულ ასეთი მოქლაქეების რაოდენობა ამ დროისათვის 127-ია.
ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის თვითიზოლაციის წესების დაცვა აუცილებელია, მათ შორის იმ მოქალაქეების მხრიდან, რომლებსაც თვითიზოლაციის ინდივიდუალური რეკომენდაცია არ მიუღიათ - ამიტომ დარჩით სახლში