ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ ახალი ბოქსირებული ბლოკები დაამატა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა გუბერნიაში შეხვედრაზე ისაუბრა.
კლინიკაში ოთახების აღჭურვის პროცესი დღეს დასრულდა. ბოლო მონაცემებით, რეგიონში 224 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 21 კი საკარანტინო ზონაშია მოთავსებული.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონში უკვე დაიხურა სპორტული დარბაზები, კაფე-რესტორნები, სილამაზის სალონები, ელექტროტექნიკის მაღაზიები და სხვა ობიექტები.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება. ყოველდღიურად მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.