ფოთში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი ყოველ დღე იმატებს.
დღეის მონაცემებით ჯამში 49 ადამიანია, მათ შორისაა 6 წლის ბავშვი. საკარანტინე სივრცეში კი, 7 ადამიანია გადაყვანილი.
"თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობას დაემატა თურქეთიდან ჩამოსული სამი ადამიანი. ერთი არის 6 წლის ბავშვი და დანარჩნები 35 წლამდე ქალები. მათ არანირი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ფოთში, სულ 49 რჩება თვითიზოლაციაში, კარანტინში- 7, ხოლო სამს დღეს მოეხსნა თვითიზოლაცია. ყველას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი," - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.