"ეხება მთლიანად საზოგადოებას"- ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, ეხებოდა თუ არა COVID 19-ის გავრცელებისთვის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობბის შემდეგ შემოღებული აკრძალვები ეკლესიას.
"შეზღუდვა ყველას ეხება" - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს იმავე კითხვაზე.
შეგახსენებთ, რომ COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გუშინ, 21 მარტს გამოცხადდა. საგანგებო რეჟიმის მთავარი შეზღუდვები სწორედ სოციალური დისტანციის დაცვასა და ადამიანების შეკრებას ეხება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ტაძართა უმრავლესობაში სოციალური დისტანცია დაცული არ არის.