ქუთაისის ავტოსადგურის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაგრძობს. მძღოლების თქმით, ისინი ამ დრომდე დადგენილების მიხედვით მუშაობენ, რომლის თანახმადაც, ტრანსპორტის მოძრაობის ინტერვალი გაზრდილი, მგზავრების რაოდენობა კი შემცირებული იყო.
მათი თქმით, მთავრობის მიერ დადგენილი ახალი რეკომენდაციები ჯერ არ მიუღიათ და თუ მათ ტრანსპორტის სრულად გაჩერებას მოსთხოვენ, ამ რეკომენდაციებსაც დაემორჩილებიან.
მათივე ინფორმაციით, მგზავრების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. მოქალაქეები ახალ გადაწყვეტილებას, ტრანსპორტის მოძრაობის სრულად გაჩერებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებენ, თუმცა აცხადებენ, რომ იზოლაციაში დარჩენილ მოქალაქეებს მთავრობის დახმარება დასჭირდებათ.