09 სექტემბერი 2026,   02:15
ვრცლად
ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ, განურჩევლად სტატუსისა, თუ რელიგიური აღმსარებლობისა - ნიკოლოზ გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, საზოგადოებას მოუწოდებს, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინონ, განურჩევლად სტატუსისა, თუ რელიგიური აღმსარებლობისა.

"ჩვენი, როგორც საზოგადოების, ვალდებულებაა ამ შემთხვევაში გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი. გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის - სოციალური დისტანცირება," - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა.

დღის ამბები