ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საყოველთაო სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დეზინფექცია ჩაუტარდა დაბაში მდებარე ყველა სასურსათო მაღაზიას, აფთიაქსა და საჯარო დაწესებულებას.
მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერიოდულად კვლავ გაგრძელდება და მის მიმდინარეობას ჯანდაცვის ცენტრი გაუწევს მონიტორინგს.
მუნიციპალიტეტის ქუჩებში პერიოდულად რიგდება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სარეკომენდაციო ბუკლეტები.
დღეის მდგომარეობით ხარაგაულში თვითიზოლაციაში 12 პირი რჩება, ხოლო სავალდებულო პერიოდს სპეციალურ საკარანტინე ზონაში ერთი მოქალაქეა გადის.
მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე არცერთი ინფიცირებული პაციენტი არ ჰყავს.