ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 12 პაციენტის ანალიზის პასუხები დღეს უნდა გახდეს ცნობილი. გუშინ გამოვლენილი 4 დაინფიცირებულიდან ერთი სწორედ ამ კლინიკაში მკურნალობს. წინასწარი ინფორმაციით, მისი წყარო ამერიკის კლასტერს მიეკუთვნება. მარინა ეზუგბაიას თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად საერთო ჯამში 33 პირი მკურნალობს. ამ ეტაპზე ქვეყანას სულ 70 დაინფიცირებული ჰყავს. მათგან 9 უკვე გამოჯანმრთელდა. სულ სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანი იმყოფება.
"ამ ეტაპზე 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი არის ჩვენი კლინიკიდან გაწერილი და 33 ამჟამად მკურნალობს. ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური პაციენტი, მისი კვლევები გაგრძელდება და სადღაც მინიმუმ 48 საათიანი ჩატარებული კვლევების დინამიკით შეიძლება შევაფასოთ შემდგომში მისი პროგნოზული მდგომარეობა.
არსებული 3 პაციენტი, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, მათი მდგომარეობა უცვლელია, ჯერჯერობით კვლავ მათი მდგომარეობა მძიმეა," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.