17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
კორონავირუსის პანდემიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან სპეციალური საკარანტინო ზომები ამოქმედდა

კორონავირუსის პანდემიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან საკარანტინო ზომები ამოქმედდა. დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტურისტული მიზნებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის არმქონე პირებს. გარდა ამისა დაიხურება დაწესებულებების ძირითადი ნაწილი და აიკრძალება ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ტაქსებისა.

დისტანციურ მუშაობაზე გადავლენ საოკუპაციო რეჟიმის საჯარო სამსახურებიც. იკრძალება მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შეზღუდვები ოკუპირებულ აფხაზეთში 7 აპრილამდე გაგრძელდება.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ზომებს ამკაცრებს ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმიც. დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ე.წ. საზღვრის დამრღვევებს კარანტინში გადაიყვანენ და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

დღის ამბები