09 სექტემბერი 2026,   01:41
ვრცლად
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული 3 პაციენტი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაეწეროს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით, COVID 19-ით ინფიცირებული ოთხი პაციენტია მოთავსებული. მათგან, ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ის სამედიცინო ცენტრში ქუთაისიდან გადაიყვანეს. დამაკმაყოფილებელია სამი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც კლინიკაში ორი კვირის წინ შევიდნენ. მათ ანალიზებს აუღებენ და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, 24 საათში განმეორებით შემოწმდებიან, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი კლინიკას დატოვებენ.

საკარანტინო ზონაში 56 მოქალაქეა, მათგან 30 მარნეულიდან ჩამოვიდა. ისინი საჩხერეში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მუშაობდნენ. უსაფრთხოების მიზნით, კარანტინში მოათავსეს და ხდება მათზე დაკვირვება.

დღის ამბები