18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
ბოლნისსა და მარნეულში 60 000-მდე ადამიანი შემოწმდა - ქვემო ქართლის გუბერნატორი

ქვემო ქართლი ერთადერთი რეგიონია, სადაც კორონავირუსზე მოქალაქეების სწრაფი ტესტირება გრძელდება. ჩინეთიდან საჩუქრად მიღებული ტესტებით, პირველ ეტაპზე, ამოწმებენ იმ საეჭვო პირებს, რომლებსაც, შესაძლოა, ჰქონოდათ კავშირი მარნეულში ინფიცირებულ 62 წლის ქალთან ან იმ პირთან, რომელიც ბოლნისსა და მარნეულში კორონავირუსის გავრცელების პირველწყარო გახდა. 

ბოლნისისა და მარნეულის რაიონები კვლავ მკაცრი კარანტინის რეჟიმშია. ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ორივე მუნიციპალიტეტში 60 000-მდე პირი შემოწმდა, ხოლო ყველა საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი COVID 19-ზე უარყოფითია. მისივე ინფორმაციით, რეგიონში ნებისმიერი ზომის სავაჭრო დაწესებულება სრულად არის მომარაგებული საჭირო პროდუქციით და დეფიციტის პრობლემა არ დგას.  

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ გამშვებ პუნქტთან მოეწყობა საველე მედიაცენტრი, სადაც ჟურნალისტებს მიეცემათ საშუალება, კომფორტულად იმუშაონ.

დღის ამბები