09 სექტემბერი 2026,   07:38
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებულ 30 წლამდე მამაკაცს ესპანეთსა და გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვს 

დღეს ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა.

ვირუსი 30 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს ესპანეთსა და გერმანიაში. ის საქართველოში შემოსვლისთანავე კარანტინში მოათავსეს.

გუშინ კი საეჭვო სიმპტომების გამო ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის ბათუმში 4 პირს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ასევე, დღეს დარეგისტრირებული ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება. ის ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც საფრანგეთიდან დაბრუნდა და კარანტინში იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქუთაისში გუშინ სულ 8 პირს ჩაუტარდა ტესტირება, აქედან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. 

"8 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე. აქედან შვიდი უარყოფითია, ერთი კი დადასტურებული. ეს გახლავთ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სწავლობდა და იმედია, კვლავ გააგრძელებს სწავლას საფრანგეთში," - განაცხადა ქუთაისის კლინიკა "ლჯ და კომპანია - ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის" მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ.

დღის ამბები