საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 1.1 მილიონ დოლარს გადასცემს. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა.