09 სექტემბერი 2026,   05:00
ვრცლად
მარნეულსა და ბოლნისის საგუშაგოებზე მანქანებისა და მოქალაქეების გაშვება გაძლიერებული კონტროლის ქვეშ ხორციელდება

მარნეულსა და ბოლნისში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, მუნიციპალიტეტებში დღეს მკაცრი კარანტინის უკვე მე-8 დღეა. გზებზე საგანგებოდ მოწყობილ საგუშაგოებზე მანქანებისა და მოქალაქეების გაშვება გაძლიერებული კონტროლის ქვეშ ხორციელდება.

ადგილზე გეგმაზომიერად ატარებენ ავტომობილებს. 10 წუთის განმავლობაში შეინიშნებოდა რიგი ტრანზიტული ავტომობილების, თუმცა პროცესი მალევე აღმოიფხვრა.

"კურიერი" ესაუბრა სომხეთის მოქალაქეს, რომელიც დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ელოდებოდა ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადასვლას.

"სომხეთის საზღვრამდე მივდივარ მანქანით, შემდეგ ავტობუსს უნდა გავყვე. ნახევარი საათია აქ ვართ გაჩერებული. არ გვიშვებენ, გვეუბნებიან, რომ პასუხს უნდა დაველოდოთ. ვიცოდი რომ გზა ჩაკეტილი იყო, თუმცა სომხეთის მოქალაქეებს უშვებენ," - განაცხადა მან.

დღის ამბები