09 სექტემბერი 2026,   05:01
ვრცლად
ზედა ეწერში ადგილობრივების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს - მაღალი ტემპერატურა ჯერ არავის დაუფიქსირდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში ადგილობრივების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. უბნის ექიმი, ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელთან და სამართალდამცავებთან ერთად ოჯახებში მიდის და ოჯახის წევრებს ტემპერატურას უზომავს.

ისინი მოსახლეობას რეკომენდაციებსაც აძლევენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

თერმოსკრინინგი ზედა ეწერში გუშინ დაიწყო. უბნის ექიმის ინფორმაციით, ამ დრომდე, შემოწმებულ პირებს მაღალი ტემპერატურა არ უფიქსირდებათ. სწორედ ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერიდანაა მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

დღის ამბები