ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობას, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, ექიმები დამაკმაყოფილებლად თვლიან. ზუგდიდში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ ორ ადამიანს მკურნალობენ.
"პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, გაუარესების გარეშე, დინამიკა დადებითია. მეორე ქალბატონიც შემოგვემატა. დიაგნოზი დადასტურებულია, COVID-19 აღმოჩენილია.
ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. აქვს ცხელება, აქვს ხველა და მსუბუქად გამოხატული, მაგრამ მაინც სუნთქვის უკმარისობა," - აცხადებს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ლალი დარახველიძე.