"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, მუნიციპალიტეტების მოსახლეობას უფლება მიეცეს, მოსახლეობას მოსავლის ბაზარზე რეალიზების საშუალება მიეცეს.
საკარანტინო ზონის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას რაიონებიდან გამოსვლა და შესვლა შეზღუდული აქვთ.
"მზად არის სოფლის მეურნეობის პროდუქტები გასაყიდად. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყონ ამ პროდუქტის ბაზარზე გატანა ყველა იმ სტანდარტების დაცვით, რომ ჩვენი თანამოქალაქეები არ დაზარალდნენ," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა აჰმედ იმამკულიევმა.
რეგიონში შეჩერებულია პრაქტიკულად ყველანაირი სახის ეკონომიკური საქმიანობა.