09 სექტემბერი 2026,   06:07
ვრცლად
ჯარი და დამატებით საპოლიციო დანაყოფები - თბილისის გარდა 6 ქალაქში საკონტროლო გამშვები საგუშაგოები განთავსდა

თბილისის გარდა, 6 ქალაქში საკონტროლო გამშვები საგუშაგოები უკვე განთავსდა. გამოყვანილია ჯარი და დამატებით საპოლიციო დანაყოფები.

ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდისა და გორის ადმინისტრაციულ საზღვრებთან კონტროლის განსაკუთრებული მექანიზმი ამოქმედდა, ამოწმებენ მოქალაქეებსა და მანქანებს, თუ რამდენად ასრულებს მოსახლეობა კარანტინის რეჟიმით დადგენილ ახალ წესებს.

კიდევ უფრო გამკაცრებულია კონტროლი ზუგდიდში, სადაც უკვე მესამე დღეა საგუშაგოებია განთავსებული. 

მათ, ვისაც გადაადგილება სამსახურის გათვალისწინებით მაინც უწევთ, აცახდებენ, რომ მათ სიცხეს უზომავენ და ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდიან. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, რეგიონში არსებულ ბლოკ-პოსტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უახლოეს საათებში მოქალაქეების თერმოსკრინინგი დაიწყება.

"ბლოკ-პოსტები განთავსებულია ზუგდიდის შესასვლელში, ფოთის გასასვლელსა და შემოსასვლელში. გარდა ამისა, არის 6 პოსტი, სადაც მონიტორინგი ხორციელდება. ძირითადი დატვირთვა პირველ სამ ბლოკ-პოსტზეა. ყველა ავტომობილი და მოქალაქე, სოციალური დაცვის დისტანციაზე მოწმდება. უახლოეს საათებში კი თერმოსკრინინგიც დაიწყება,"- აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია.

დღის ამბები