18 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 ვაქცინის ლაბორატორიული ტესტირება დაიწყეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 ვაქცინის ლაბორატორიული ტესტირება დაიწყეს. პრეპარატები ოქსფორდის უნივერსიტეტმა და ამერიკულმა კომპანია "ინოვიო ფარმასეუტიკალმა" შექმნეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნებართვით კი ტესტირება ცხოველებზე ჩატარდება. ავსტრალიის მეცნიერების ეროვნული სააგენტო დაადგენს, მოქმედებს და არა ვაქცინები და რამდენად უსაფრთხო იქნება მათი გამოყენება ადამიანებისთვის. სატესტო ფაზა 3 თვეს მოიცავს . სპეციალისტები აცხადებენ რომ წარმატების შემთხვევაში ვაქცინა წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი . ავსტრალიაში კორონავირუსს 5137 ადამიანი ერძვის. ვირუსმა 25 ადამიანი იმსხვერპლა.

"რამდენად ეფექტურია მედიკამენტი ეს დახლოებით მაისის თვეში გვეცოდინება, ყველაფერი დამოკიდებულია შედეგებზე, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის რომ მედიკამენტი იყოს ეფექტური და უსაფრთხო" - აცხადებს კვლევაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენელი.

დღის ამბები