ქუთაისში სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც კორონავირუსით დაინფიცირებული 67 წლის პაციენტი ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ ამ დროისთვის ვირუსის სიმპტომები არ აქვთ, თუმცა მათზე დაკვირვება მაინც მიმდინარეობს.
67 წლის მამაკაცი ცენტრში ორი დღის წინ ტემპერატურიატ შეიყვანეს და კორონავირუსი გუშინ დაუდასტირდა, რის შემდეგაც, მამაკაცი ინფექციურ საავაფმყოფოში შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებულია მისი მეუღლეც. პაციენტს ანალიზი აუღეს და ასევე გადაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში, პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.
ეპიდემიოლოგები მამაკაცის კონტაქტებს სწავლობენ, რადგან მისი დაინფიცირების პირველწყარო უცნობია. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს, შესაბამისად არც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში აცხადებენ, რომ მისი კონტაქტები არც ისე ფართოა. პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევიდანაა, ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.