25 აპრილი 2024,   17:16
ვრცლად
ინფიცირებული სპორტსმენის ერთ-ერთ ქონტაქტს, 38 წლის ქალს COVID-19 არ დაუდასტურდა 

კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენის ერთ-ერთ ქონტაქტს, 38 წლის ქალს, რომელიც ფოთის ცხელების ცენტრში წალენჯიხის საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, ანალიზის მიხედვით COVID-19 არ დაუდასტურდა.

ფოთში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 9 ადამიანი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი, 9 ადამიანია გადაყვანილი.

"დღეს 4 ადამიანი გადავიყვანეთ კარანტინში. ესენი არინ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული ტრაილერის მძღოლები, 35-დან 50 წლამდე ასაკის. მათ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ, უბრალოდ, ოჯახში არ ჰქონდათ საიზოლაციო პირობები და მეტი სიფრთხილისთვის ზუგდიდის საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთ. ბოლო მონაცემებით თვითიზოლაციაში 9 და  კარანტინშიც 9 ადამიანი გვყავს. თითოეულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

დღის ამბები