08 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ლენტეხის რაიონში მხოლოდ ადგილობრივი მედიასაშუალებები იმუშავებენ, სხვებს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი მიაწვდის ინფორმაციას - ირაკლი ჩიქოვანი

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რომლის მთავარი თემაც ლენტეხის რაიონის ჩაკეტვა იყო, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ასევე მედიასაშუალებების მუშაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩაკეტილ რაიონში მხოლოდ ადგილობრივი ჟურნალისტები შეძლებენ მუშაობას.

"ლენტეხის რაიონში იმუშავებენ მხოლოდ ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიის წარმომადგენლებს, საშუალება ექნებათ გამოიყენონ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია,"- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ლენტეხის რაიონი, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სრულიად ჩაიკეტა. 

დღის ამბები