09 სექტემბერი 2026,   05:18
ვრცლად
ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა

ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა.  

ცენტრის დირექტორის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, მამაკაცმა კლინიკას თვითდინებით გუშინ მიმართა, მას ანალიზი აუღეს და პასუხი დადებითია.  

ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. ამ დროისთვის კონტაქტებს კი ადგენენ. გუშინ ცენტრში 9 პაციენტის ანალიზი აიღეს და  მათგან 8 უარყოფითი, 1 კი დადებითი.

დღის ამბები