09 სექტემბერი 2026,   05:17
ვრცლად
გალიდან გადმოსულ მამაკაცს COVID-19 არ დაუდასტურდა

გალიდან გადმოსულ მამაკაცს COVID-19 არ დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაადასტურეს.

მამაკაცი, რომელიც ამჟამად ანაკლიის საკარანტინო ზონაშია მოთავსებული, საავადმყოფოში ცხელებით წუხელ შეიყვანეს. ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოსულ პირს თანმხლები დაავადებაც აქვს.

რაც შეეხება პაციენტს, რომელიც საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, მას შესაბამისი ანალიზები უკვე აუღეს. პაციენტი ცხელების და ხველის რამდენიმედღიანი ანამნეზით კლინიკაში შეიყვანეს, მას ცალმხრივი პნევმონია აღენიშნება.

სულ სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანი მკურნალობს. 67 წლის ზუგდიდელი მამაკაცისა და ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ამბები