ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი ახალი პაციენტია მოთავსებული, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ერთი ქალი ვანის კლასტერიდან, ერთი- ფარცხანაყანების კლასტერიდანაა, ასევე ბებია და 5 წლის შვილიშვილი ქობულეთის კლასტერიდან და ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისიდან, რომელმაც ცხელების ცენტრს თვითდინებით მიაკითხა და მისი ინფიცირების წყარო უცნობია.
კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სულ ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვიდმეტი პირი მკურნალობს, მათგანს 14 პნევმონია აქვს.
ამასთან, უარყოფითი პასუხი აქვს პირველ პაციენტს და თუ განმეორებითი ტესტი ისევ უარყოფით პასუხს აჩვენებს, ის კლინიკას დატოვებს.