09 სექტემბერი 2026,   05:17
ვრცლად
კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 11 ნიმუშის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია

კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 11 ნიმუშის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ცხელების ცენტრებიდან და საკარანტინო სივრცეებიდან დღის განმავლობაში 15-მდე ახალი სინჯის აღება იგეგმება.

სამ მუნიციპალიტეტში მოწყობილ 11 საკარანტინო ზონაში, 414 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 2 მოქალაქე რჩება.

კახეთის რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ არის.​

დღის ამბები