ბათუმის "მედალფაში" მოთავსებულ 19 ინფიცირებულიდან მართვით სუნთქვაზე მყოფ 70 წლის პაციენტს გაუმჯობესების სიმპტომები აღენიშნება. მედიკოსების ვარაუდით, შესაძლოა პაციენტი დამოუკიდებელ სუნთქვაზე გადაიყვანონ.
ბათუმის "მედალფაში" სამი პაციენტია გამოჯანმრთელების სტადიაში, მათგან ერთმა, შესაძლებელია კლინიკა დღეს დატოვოს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.