09 სექტემბერი 2026,   05:17
ვრცლად
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუბანში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუბანში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. 16 პირი თვითიზოლაციაშია, ორი კი კარანტინშია გადაყვანილი. მიზეზი ახლგაზრდა მამაკაცთან კონტაქტია, რომელსაც  კორონავირუსი დაუდგინდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და რამდენიმე პირთან შეხება ჰქონდა. ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული, მისი დაინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია.

არ არის გამორიცხული შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავირდებოდეს, რადგან ის მეუღლესთან ქობულეთში იყო, შემდეგ თვითიზილაცია დაარღვია და მშობლებთან წავიდა.

სოფელში კი ამ დროისთვის სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები