ზუგდიდის ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი ხვალიდან მუშაობას განაახლებს - ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია მთავარ შენობასა და ფართზე, სადაც ხილ-ბოსტნის რეალიზაცია ხდება. როგორც მერი ამბობს, ბაზრის ადმინისტრაციისთვის მიცემული რეკომენდაციები შესრულებულია. გიორგი შენგელიმ ასევე განმარტა, რომ ბაზარში შესვლაც შეზღუდული იქნება და ის გაკონტროლდება. გარდა ამისა, მოვაჭრეები სრული ეკიპირებით იქნებიან აღჭურვილნი. ზუგდიდის ბაზარი მიმდინარე კვირის ორშაბათს, რეგულაციების შეუსრულებლობის გამო დახურეს.