18 ნოემბერი 2024,   18:58
ვრცლად
ფოთის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 5 ანალიზის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია

ფოთის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 5 პაციენტის ანალიზი უარყოფითია. მათ COVID-19 არ დაუდასტურდათ. რაც შეეხება ცხელების ცენტრში დღის მეორე ნახევარში ქობულეთიდან შესულ 2 პაციენტს, მათი ანალიზის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

"ლუგარის ლაბორატორიიდან 5 პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ესენი არიან ორი ოზურგეთიდან, ორი ქობულეთიდან და ერთი ადგილობრივი. ახლა აღებულ იქნა კიდევ ორ პაციენტზე ბიოლოგიური მასალა და ლაბორატორიაში დილით გაიგზავნება. ორივე პაციენტი ასაკოვანია - 82 და 86 წლის მამაკაცები პნევმონიით. მათ მოგზაურობის ისტორია და ინფიცირებულთან კონტაქტი არ აქვთ, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ასაკოვნები არიან და აქვთ გარკვეული ქრონიკული დაავადებები, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ აგვეღო ნიმუშები,"- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

დღის ამბები